„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი შესაძლოა ხვალ, 6 აგვისტოს, გამოცხადდეს.

სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.

პროკურატურის ინფორმაციით, მელიას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან. კერძოდ, საქმე ეხება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) აქვს წარდგენილი. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.