აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციების დროს THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების მარაგის დაახლოებით 80% გამოიყენა.

„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. CNN, უნდა გრცხვენოდეთ“, – დაწერა ჰეგსეთმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანთან დაკავშირებული სამხედრო ოპერაციებისას აშშ-მ THAAD-ის სისტემის რაკეტების მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენა.

ამასთან, გასულ კვირას პენტაგონმა კომპანია Lockheed Martin-თან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების შესახებ 58.6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.