რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართული რუსული სამხედრო დაჯგუფებების ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარების დაჯგუფება „ცენტრს“ ანდრეი ივანაევი უხელმძღვანელებს.

პუტინის განცხადებით, დაჯგუფება „ცენტრი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო შენაერთია, რომელიც, მისი თქმით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „გათავისუფლების“ ამოცანებს ასრულებს.

ამასთან, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ სარდლის მოვალეობის შემსრულებლად პიოტრ ბოლგარევი დაინიშნა.

ასევე, უპილოტო სისტემების ჯარებს დენის ლიამინი უხელმძღვანელებს, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ზურგის უზრუნველყოფის ყველა სამსახურის ხელმძღვანელად ვალერი სოლოდჩუკი დაინიშნა.