„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია, ხოლო უახლოეს პერიოდში ის მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგება.
კომპანიის ცნობით, 24-25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით, აუცილებელი გახდა ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ მაჩვენებლებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.
„ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.