რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინის ფარგლებს გარეთ ამჟამად 8.4 მილიონზე მეტი უკრაინელი იმყოფება, – ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
„ჩვენი 8.4 მილიონზე მეტი მოქალაქე ამჟამად უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება“, – აღნიშნა ლუბინეცმა.
„ევროსტატის“ მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვის სტატუსით უკრაინის 4.38 მილიონი მოქალაქე სარგებლობს.
უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიამ, პოლონეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღო. ამ სამ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 2.65 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს.