ქუთაისის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ეხება.