შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზესი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება და ქვეყანაში ყოფნის ვადები აქვს დარღვეული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს მისი დაკავების პროცედურა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შსს-ის ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურები ამჟამად მიმდინარეობს.

„აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.