აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯეიჰუნ ბაირამოვს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში ბაირამოვი და მისი უკრაინელი კოლეგა ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ.

ამასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვი უკრაინის სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდება.