პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით ირანის სამი მოქალაქე დააკავა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ირანის სამი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.