რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიას დაარტყეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ბალაკლიას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კარაბანოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ქალაქზე ორი დარტყმა განახორციელეს.

მისი თქმით, პირველი იერიშის სამიზნე კერძო სახლი გახდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

კარაბანოვის ინფორმაციით, მეორე დარტყმა რუსულმა ძალებმა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მისივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.