აშშ-ს უზარმაზარი რაოდენობით საბრძოლო მასალა აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
დონალდ ტრამპმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანთან დაძაბულობისა და სამხედრო მოქმედებების ფონზე, აშშ რაკეტების დეფიციტს განიცდის. მისი თქმით, მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„აშშ-ს უზარმაზარი რაოდენობით საბრძოლო მასალა აქვს, განსაკუთრებით გარკვეული ტიპის. გარდა ამისა, აშშ საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას აწარმოებს. თავდაცვის კომპანიები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტ ქარხნებს აშენებენ“,- წერს ტრამპი.
მისივე განცხადებით, მსგავსი ინფორმაციის გამავრცელებლების გამოვლენა მიმდინარეობს.
„ამ მოღალატეობრივი განცხადებების გამავრცელებლების ძებნა მიმდინარეობს. მათთვის ხანგრძლივ პატიმრობას მოვითხოვთ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.