2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.

ომის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა საერთო რაოდენობა 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 სამხედრო მოსამსახურეა.

დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით, ასევე განაგრძობს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის : აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის  დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.