თვრამეტი წლის წინ რუსული ძალები სასტიკად შეიჭრნენ სუვერენულ საქართველოში და დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი. ეს მოსკოვის იმპერიული პოლიტიკის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც სხვა ერებისა და ხალხების დამორჩილებაა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, სოციალურ ქსელში წერს.

„2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ, ქართული ტერიტორიების ოკუპაციამ და შემდგომმა დაუნდობელმა მცოცავმა ანექსიამ პირდაპირ გაუხსნა გზა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას“, – წერს სიბიგა.

მისი განცხადებით, უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც „რუსულ სამყაროს“, რომელსაც ყველგან, სადაც არ უნდა მივიდეს, მხოლოდ ნგრევა, სიღარიბე და ადამიანის უფლებების დარღვევა მოაქვს.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის სრული ანგარიშვალდებულება.

ხანგრძლივი ევროპული მშვიდობა მოითხოვს რუსული ჯარების სრულ გაყვანას და საერთაშორისო სამართლის სრულ აღდგენას“, – წერს ანდრეი სიბიგა.