უკრაინაზე ყოველი ახალი თავდასხმა ევროპისთვის კიდევ ერთი მიზეზია, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო დარტყმების საპასუხოდ, ევროკავშირმა დღეს სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში დამატებითი შეზღუდვები დააწესა.
„რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო დარტყმების საპასუხოდ, ევროკავშირმა დღეს სანქციების ახალი სია დაამტკიცა, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ჩართულ ხუთ პირს ეხება. ბრძოლის ველზე მისი არმიის წინსვლის შეფერხების ფონზე, მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას კიდევ უფრო აძლიერებს.
ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.