ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას მკაცრად გმობს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-18 წლისთავზე, ლატვია ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ლატვია კვლავაც გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგობის გაწევაში.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟეც, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებითაც გამოეხმაურა.
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, – წერს ბრაჟე.