რუსულმა ძალებმა კიევის ოლქის ბროვარის რაიონზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, რუსული დარტყმების შედეგად დაზიანდა კერძო სახლი და ავტომობილები.
ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის დედაქალაქშიც.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, გოლოსეევსკის რაიონში ერთ-ერთ შენობას ხანძარი გაუჩნდა.
რუსული იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქში ოთხი ადამიანი დაშავდა.