ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე შუვაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, მისი განცხადებით, დაშავდა 25 ადამიანი.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი ორ საცხოვრებელ კორპუსშიც გაჩნდა, თუმცა ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს.
ბელგოროდის ოლქის ოპერატიული შტაბის ცნობით, დაახლოებით 30 შენობა, სამი სოციალური და ექვსი კომერციული ობიექტი, ასევე 30-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.