რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქ ხარკოვის სალტივსკის რაიონს დაარტყეს, რის შედეგადაც მრავალსართულიანი შენობები დაზიანდა და მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 12 ადამიანი.
ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და ავტომობილები დაიწვა.