ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ჯო უილსონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ირანული ტერორისტული ქსელების გაფართოებაში ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
როგორც უილსონი სოციალურ ქსელში წერს, ირანელი ტერორისტები ქართულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებისა და ფულის გათეთრებისთვის იყენებენ.
„როგორც ვეჭვობდით, ირანელი ტერორისტები ქართულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდების, ფულის გათეთრებისა და ამერიკული ინტერესებისთვის ძირის გამოსათხრელად იყენებენ. „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს?“ – წერს უილსონი.