“ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მხოლოდ მშვიდობა სურს და მეტი არაფერი. არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს – გვინდა მშვიდობა და არ გვინდა ერთი ან მეორე მხარის გამარჯვება, “ – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა  განაცხადა.   მისი თქმით, სერბეთს არაფერი დაუკარგავს იმით, რომ რუსეთს სანქციები არ დაუწესა. „მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი და მთელი ცხოვრება ვიბრძოდი იმისთვის, რომ სერბეთს სუვერენული და დამოუკიდებელი პოლიტიკა გაეტარებინა. „ზუსტად მითხარით, დავუწესეთ თუ არა სანქციები რუსეთს? რა დავკარგეთ? აბსოლუტურად არაფერი“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

მისი მტკიცებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან სერბეთს და მის პოზიციას მხოლოდ ის იცავს.  „27 გავლენიანი ლიდერი, რომლებიც 500 მილიონ ადამიანს წარმოადგენენ. მე მარტო ვდგავარ და ვიცავ სერბეთს, ასევე სერბეთის პოზიციას. მეკითხებიან: „რატომ არ დააწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? თქვენ ხართ ერთადერთი, ვინც აქ ევროპის ერთიანობას ანგრევს. როდესაც შეხვედრაზე მივდივართ, რუსეთის გამო ჩემ წინააღმდეგ ყველაფერს იყენებენ. მოითხოვთ, რომ ვიყო ვიღაცის მარიონეტი, იქნება ეს რუსი თუ დასავლელი. მე არავის მარიონეტი არ ვიქნები. მე სერბი ვარ და სერბეთის პრეზიდენტი და ეს ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.