საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, კოლუმბიაში 10 აგვისტოს მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 132 ადამიანი დაიღუპა და 500 ზე მეტი დაშავდა. მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ტერიტორიაზე ჯარისკაცები განათავსა. ეპიცენტრი კოლუმბიის დასავლეთით, სან ხოსე დელ პალმარში, მდებარეობდა.