აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ალისონ ჰუკერმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ელნურ მამედოვს, და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაჰან კოსტანიანს უმასპინძლა.
ამის შესახებ ჰუკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული მშვიდობის შეთანხმების წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.
„მოუთმენლად ველი ჩვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს გაგრძელებას სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად, ამავდროულად, ამ მნიშვნელოვან რეგიონში ამერიკის სტრატეგიული პოზიციის გაძლიერების მიზნით“, – აცხადებს ჰუკერი.