დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა, – ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინამ ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალზე დრონებით იერიში მიიტანა.
Reuters-ის წყაროს განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა და ამჟამად მიყენებული ზარალის შეფასება მიმდინარეობს.
თავდასხმის შედეგად ტერმინალის დაზიანება დაადასტურა მისმა მფლობელმა კომპანია Demetra Holding-მაც.
ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია.