კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კოლუმბიის ხელისუფლების ცნობით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 254-ს აღწევს. მათ შორის, 101 ადამიანი ქალაქ პერეირაში, ხოლო 95 ადამიანი ქალაქ კალიში დაიღუპა.

დასავლეთ კოლუმბიაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად კოლუმბიას 2 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად იქნება გამოყენებული.

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.