წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ სავაჭრო გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პაკისტანის სამი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, – ამის შესახებ პაკისტანის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იშაქ დარი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი განცხადებით, არასაბრძოლო გემზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
იშაქ დარის თქმით, ინციდენტის დეტალებისა და გარემოებების დასადგენად პაკისტანის ხელისუფლება საუდის არაბეთისა და იემენის ოფიციალურ უწყებებთან თანამშრომლობს.
„ჩვენ კავშირზე ვართ საუდის არაბეთის შესაბამის უწყებებთან და იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასთან, რათა დავადგინოთ ინციდენტის დამატებითი დეტალები და გარემოებები“, – წერს იშაქ დარი.