ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი საფრანგეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყანამ მსოფლიოსთვის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის შესახებ „ლექციების კითხვა“ უნდა შეწყვიტოს.

ამის შესახებ არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, საფრანგეთის პოზიცია თვალთმაქცობაა.

„თქვენმა მხარდაჭერამ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული გენოციდისადმი და ირანის წინააღმდეგ აგრესიისადმი გაანადგურა ის მორალური უპირატესობა, რომელიც გეგონათ, რომ გქონდათ“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.