გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯამში, 17 მგზავრი დაშავდა. ყველა მათგანი ბელარუსის მოქალაქეა.
დაშავებულები წუხელ ბათუმისა და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ნაწილმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, რომელშიც ბელარუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად 4 მგზავრი დაიღუპა.
მიკროავტობუსს ქართველი მძღოლი მართავდა. მან ავტომობილიდან გადმოხტომა მოასწრო და მისი სიცოცხლისთვის საფრთხე არ არსებობს.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.