მდინარე დუნაიში წყლის დონის ვარდნის გამო, რუმინეთმა „ჩერნავოდას“ ატომური ელექტროსადგურის გათიშვის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
რუმინეთის სახელმწიფო ბირთვული კომპანია Nuclearelectrica-ს განცხადებით, დილიდან „ჩერნავოდას“ ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი მომუშავე რეაქტორის გათიშვის პროცესი დაიწყო. პროცესის დასრულების შემდეგ სადგური ქსელში ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ მდინარე დუნაიში წყლის დონის ვარდნის გამო, ატომური ელექტროსადგურის მუშაობის უსაფრთხოდ გაგრძელება შეუძლებელია.
ცნობისთვის, ძლიერი სიცხის ფონზე დუნაიში წყლის დონის ვარდნის გამო, კომპანიამ „ჩერნავოდას“ ერთი რეაქტორი გასულ თვეში გათიშა.