კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედრო ვარიანტიც, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა პანამაში ვიზიტისას განაცხადა.
„ეს ადრეც მითქვამს და ვნახეთ, თუ რა მოხდა სხვა შემთხვევებში. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედრო ვარიანტიც“, – განაცხადა ჰეგსეთმა.
მისი თქმით, კუბის ხელმძღვანელობამ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების დასაცავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზადყოფნა მხედველობაში უნდა მიიღოს.
„აშშ-ს ვერავინ შეედრება. ის, რისი მიღწევაც უცხოური ძალების გავლენამ ამ ნახევარსფეროში შეძლო, საკმაოდ უმნიშვნელო იყო“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.