ჩინეთსა და ირანს აშშ-ის ბლოკადის გამო, უფრო კრეატიული გზების მოძიება უწევთ და ისინი სულ უფრო მეტად ეყრდნობიან საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საზღვაო გზებზე წვდომის შეზღუდვის გამო, ჩინეთიდან საქონლის გატანისა და ქვეყანაში მისი შეტანისთვის ყურადღება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებსა და სახმელეთო სარკინიგზო დერეფნებზე (ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით) გადავიდა.
„ჩინეთი ირანის ნედლი ნავთობის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 90%-ს ყიდულობს, ხოლო პეკინი კი თეირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.