ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგას პორტსა და მოსკოვზე დრონებით იერიში განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, 13-14 აგვისტოს ღამით, დრონების შეტევის შედეგად, რუსეთის ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა.

„მიყენებული ზიანის შედეგად უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა დაიწყეს. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“, – წერს ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო Telegram-ზე.

რუსული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 51 დრონის ჩამოგდება შეძლეს.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, დრონებით თავდასხმა მოსკოვზეც განხორციელდა.