ესპანეთის ქალაქ გრანადაში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა დაზიანდა, – ინფორმაციას გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ალენდინის მუნიციპალიტეტი იყო.
ანდალუსიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა შენობები და ავტომობილები.
რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა, ხუან მანუელ მორენომ, მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„მიწისძვრამ გარკვეული მატერიალური ზარალი გამოიწვია. გთხოვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაიცავით ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ანდალუსიის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა.