რუსეთის არმიის მიერ დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ მარგანეცზე განხორციელებულ თავდასხმას არასრულწლოვანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, 15 აგვისტოს ღამით ქალაქში თავდასხმის სამიზნე ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა გახდა.

უპილოტო აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. დაჭრილებს შორის ბავშვებიც არიან, რომელთა ნაწილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

რუსეთის არმიამ ღამით იერიში მიიტანა ქალაქ ზაპოროჟიეზეც. ქალაქის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის, ივან ფედოროვის განცხადებით, დრონის დარტყმამ ქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.