რუსეთის სამარის ოლქში სამრეწველო საწარმოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სამარის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის განცხადებით, სარაკეტო შეტევა სამრეწველო ობიექტზე განხორციელდა.

„მტერმა სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ადგილზე საგანგებო სამსახურები იმყოფებიან. ინფორმაციას ვაზუსტებთ“, – განაცხადა ფედორიშჩევმა.

ამასთან, „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, სავარაუდოდ, დარტყმის სამიზნე სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი „პროგრესი“ იყო, რომელიც რუსეთის სარაკეტო ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.