ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 47-მდე, დაშავებულთა კი 13-მდე გაიზარდა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრისა და 341 შემდგომი ბიძგის შედეგად 900-ზე მეტი სახლი და ასობით სხვა დანიშნულების შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. თუმცა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სრული მასშტაბები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია.

5 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ საევაკუაციო თავშესაფრებში იმყოფება.

შეგახსენებთ, ინდონეზიაში, აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციაში (აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარა), ფლორესის რეგიონში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.