მოსკოვზე ასობით დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რუსეთის უმსხვილეს „ვაილდბერისის“ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. კომპანიის ეს საწყობი 200 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს.

თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა დომოდედოვოში მდებარე საწყობშიც. აღნიშნული ობიექტი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი „ა“ კლასის წარმოებისა და ლოჯისტიკის კომპლექსია.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 600 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა, რომელთაგან 201 მოსკოვის რეგიონში განადგურდა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ მტრის თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის არმია გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს, ქარხნებსა და საწყობებს ურტყამს, რომლებსაც, მათი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს სპეციალისტებთან ერთად იყენებენ.