ჰავაის ძლიერი ქარიშხალი „ლალა“ დაატყდა თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

ქარიშხალმა ჰავაიზე ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია. სტიქიის გამო 60 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

პირველი კატეგორიის ქარიშხლის გამო ჰავაიზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს. ეს ჰავაის დიდ კუნძულზე ქარიშხლის პირველი პირდაპირი დარტყმა იქნება ბოლო 34 წლის განმავლობაში.

ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, გზები ბევრ ადგილას დაზიანდა. ასევე, გადაიდო 190 ავიარეისი.