სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სანქციები „ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“.
„მოსამართლეების, პროკურორებისა და იმ თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ზომები, რომლებიც სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო სასამართლოსთვის მინიჭებული მანდატის შესასრულებლად მუშაობენ, ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. როდესაც სასამართლო ორგანოებს კანონის გამოყენების გამო საფრთხე ექმნებათ, საფრთხის წინაშე თავად საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი დგას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანესა და უფროსი იურისტის, აბდულაიე სეიეს წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. რუბიოს თქმით, აშშ სანქციებს უწესებს აღნიშნულ პირებს იმის გამო, რომ ისინი მონაწილეობდნენ სასამართლოს ძალისხმევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა იმ ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთა მთავრობებსაც სასამართლოს იურისდიქცია არ აქვთ აღიარებული. მარკო რუბიოს განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის „კორუმპირებული და პოლიტიზებული სასამართლო, რომელიც ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და აჭარბებს მანდატს“. „არ შევეგუებით მის მიერ სახელმწიფო სუვერენიტეტზე თავდასხმას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ .