უკრაინასა და რუსეთს შორის ომის ტყვეების მორიგი გაცვლა განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც 103 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე რუსული ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ესენი არიან შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის და ეროვნული გვარდიის დამცველები. გათავისუფლებულებს შორის არიან ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ უკრაინას მარიუპოლში, დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონში, დნეპრისა და სუმიში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.