უკრაინის დედაქალაქში  21 აგვისტო გლოვის დღედ   გამოცხადდა- ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ   განაცხადა. „დედაქალაქზე მტრის მასშტაბური თავდასხმის   შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 21 აგვისტო  კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა“, – განაცხადა კლიჩკომ.    რუსების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, –   ინფორმაციას უკრაინული მედია  ავრელებს. დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი  .   თავდასხმის შედეგად კიევში საცხოვრებელი შენობები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები დაზიანდა.  რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რომ უკრაინას ანტიბალისტიკური რაკეტები მიაწოდონ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ. სიბიგას თქმით, 20 აგვისტოს ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იერიში იყო. სიბიგას თქმით, უკრაინამ იცის, რომელ პარტნიორებს შეუძლიათ მსგავსი რაკეტების მიწოდება და მათ დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდა.