აშშ-მა ზოგიერთი კანადური საქონლის იმპორტზე 50%-იანი ტარიფები დააწესა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ოტავამ ახალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ახალი ტარიფები დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელს, მათ შორის ჰოკეის ხის ჯოხებს, შეეხება. ეს აშშ-ში კანადის ექსპორტის 5%-ზე ოდნავ მეტია.
სააგენტოს შეფასებით, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შორის დაძაბულობის ზრდაზე მიუთითებს და შესაძლოა, აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაართულოს.
კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა და კანადელ მომლაპარაკებლებს ოტავაში დაბრუნება დაავალა.
მისივე თქმით, კანადა აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს „დოლარი დოლარზე“ პრინციპით უპასუხებს.
„აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ პირობებში ბოლო წუთს შეტანილი ცვლილებები უსამართლო, არაეკონომიკური იყო და ნებისმიერი შეთანხმების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდა“, – განაცხადა კარნიმ.