ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, უკრაინის დროშა აღიმართა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დროშა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის მზადების ფარგლებში აღიმართა.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ვემზადებით და ბრიუსელში უკრაინის დროშას ვწევთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის გულში, სადაც მისი ადგილია. უკრაინა დაიბრუნებს თავის უსაფრთხოებას, თავის თავისუფლებას და ის დაიკავებს კუთვნილ ადგილს ჩვენს კავშირში“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ამასთან, ფრანგული მედიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პარიზში ეიფელის კოშკი ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდება.