უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სამარის რეგიონში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანეს.
ზელენსკის თქმით, ასევე დადასტურდა ოკუპირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე, რუსული „სუ-24მ“ ტიპის თვითმფრინავის განადგურება.
პრეზიდენტის განცხადებით, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1 000 კილომეტრში მდებარეობს და რუსეთს ექსპორტიდან შემოსავალს უქმნის, რომელიც, მისი შეფასებით, ომის დაფინანსებისთვის გამოიყენება.
ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმაც დაადასტურა.
ქარხნის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 8,8 მილიონი ტონა ნავთობია. საწარმო, სხვა პროდუქტებთან ერთად, საავტომობილო და საავიაციო საწვავსა და დიზელს აწარმოებს.