რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე ორი დრონით თავდასხმა განახორციელეს, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა და 130 დაშავდა. დაშავებულთა შორის 23 ბავშვია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ხუთი გარდაცვლილის შესახებ იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხუთი ბავშვია.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე განხორციელდა.

მომხდარზე შესაბამისი უწყებები გამოძიებას აწარმოებენ.