აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ტრამპის მილოცვას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. 24 აგვისტოს 35-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე დამყარებულ მტკიცე მეგობრობას აღვნიშნავთ, კავშირს, რომელიც უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უფრო გაღრმავდა. მამაცი და ნიჭიერი ხალხით, თქვენ დიდებული ქვეყანა ააშენეთ“, – ნათქვამია ტრამპის წერილში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იგი აღფრთოვანებულია უკრაინის მტკიცე სულით, პატივს სცემს უკრაინელი ხალხის მიერ გაღებულ მსხვერპლს და დარწმუნებულია უკრაინის, როგორც სუვერენული და აყვავებული ქვეყნის მომავალში.

„მოდით, ეს მომენტი კონფლიქტის დასასრულებლად გამოვიყენოთ და შევქმნათ მდგრადი, ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც უკრაინის უზარმაზარ პოტენციალს მომავალი თაობებისთვის გზას გაუხსნის“, – წერს ტრამპი.

უკრაინამ 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 35-ე წლისთავი აღნიშნა.