დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის კრასნოდარის მხარეში, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით განხორციელებული თავდასხმის სამიზნე გახდა.
თავდასხმის ფაქტი ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა.
ქარხნის ტერიტორიაზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.
დაშავებულებისა და ხანძრის მასშტაბის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.