ირანის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰსინ ნაქვიმ განაცხადა.

მისი ცნობით, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრისა და არმიის მეთაურის, ასიმ მუნირის, ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრა „პოზიტიური და ნაყოფიერი“ იყო.

„მოლაპარაკებებზე აქცენტი გაკეთდა ირან-აშშ-ის კონფლიქტზე, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობასა და ურთიერთგაგების მემორანდუმის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებზე. პრეზიდენტმა თავისი მთავრობის პოზიცია გაგვაცნო“, – განაცხადა ნაქვიმ.

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრის შედეგად მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია.