აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ის რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს.

არაოფიციალური ინფორმაციით, კორპუსში „საშინელი სუნი იდგა“, რის გამოც მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს.

აფხაზი ბლოგერი ბინაში შესვლისას მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.