ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენების შეფერხება გრძელდება. ამის შესახებ The Moscow Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, მოსკოვის „ვნუკოვოსა“ და „შერემეტიევოს“ აეროპორტებში ფრენების ნაწილი უკვე ზედიზედ მეორე ღამეს გაუქმდა ან გადაიდო. შეფერხებები მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის სახიფათო გახდა.

მოსკოვის აეროპორტებში ფრენების დროებითი შეზღუდვების დაწესება „როსავიაციამაც“ დაადასტურა.

Flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, „შერემეტიევოს“ აეროპორტში 21 რეისი გაუქმდა, 235 კი გადაიდო. რაც შეეხება „ვნუკოვოს“, აქ გაუქმებული რეისების რაოდენობამ 22 შეადგინა, 94 ფრენა კი გადაიდო.

მანამდე, თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა რუსეთის მიმართულებით რამდენიმე რეისის გაუქმების შესახებაც განაცხადა. ავიაკომპანიის განმარტებით, მიზეზად „ტექნიკური და ოპერაციული“ გარემოებები დასახელდა.