ირანის არმიის საჰაერო ძალებმა ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შესახებ განაცხადეს.

ირანული მედიის ინფორმაციით, შეტევა რაკეტებისა და დრონების გამოყენებით განხორციელდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, თავდასხმის სამიზნეებს თანამგზავრული კომუნიკაციების სისტემები, აღჭურვილობის საწყობები, ავიაგამანადგურებლების ანგარები, სამხედროების პოზიციები და რადარის სისტემები წარმოადგენდა.

ირანის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტებითა და დრონებით იერიში ქუვეითში აშშ-ის მიერ მართულ აჰმედ ალ-ჯაბერის საჰაერო ბაზაზე, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალ-მინჰადის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა.

ირანული მხარის განცხადება აშშ-ის მიერ ირანის სამხრეთ ქალაქებზე განხორციელებული ახალი დარტყმების შემდეგ გავრცელდა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის დარტყმების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, 142 კი დაშავდა.